ფიჭვი Pinus kesiya
ფიჭვი Pinus kesiya წარმოადგენს აზიური ფიჭვების სწრაფმზარდ სახეობას, რომელიც იშვიათად ხარობს სამშობლოს ფარგლებს გარეთ. იგი იზრდება დაახლოებით 30–35 მეტრის სიმაღლის, ხოლო ხის ტანის დიამეტრი აღწევს 1 მეტრს. იგი წარმოადგენს სამ-ნემსოვან ფიჭვს (თითოეული კონიდან იზრდება 15–20 სანტიმეტრის სიგრძის 3 ნემსი). გირჩების ზომა აღწევს 5–9 სანტიმეტრს, ხოლო თესლების სიგრძე – 1,5–2,5 სანტიმეტრს.
ორშაბათი 20.7.2009 12:53 | დაბეჭდვა | ეგზოტიკური მცენარეები
პურის ხე Artocarpus odoratissimus
პურის ხის გვარს (Artocarpus) მიეკუთვნება თუთისებრთა ოჯახის მარადმწვანე ტროპიკული ხეების დაახლოებით 60 სახეობა, რომელთა სამშობლო არის სამხრეთ–აღმოსავლეთი აზია და წყნარი ოკეანის კუნძულები. ის ენათესავება ლეღვის ხეს (Ficus). ყველაზე ცნობილად ითვლება ნამდვილი პურის ხე (Artocarpus altilis). ამავე გვარს მიეკუთვნება რამოდენიმე სხვა სახეობა, რომლებიც ხეხილის ბუჩქნარებსა და ხეებს წარმოადგენენ. ესენია: Artocarpus communis, Artocarpus integer, Artocarpus heterophyllus და Artocarpus odoratissimus.
კვირა 19.7.2009 14:46 | დაბეჭდვა | ეგზოტიკური მცენარეები
გაახარეთ ოთხფოთლოვანი მარსილია – (Marsilea quadrifolia)
ოთხფოთლიანი მარსილია (Marsilea quadrifolia) მცენარე–გვიმრას წარმოადგენს, რომელსაც ოთხფოთლიანი ფორმის ფოთლები აქვს. ხომ არ ფიქრობთ, რომ სიტყვები მცენარე–გვიმრა და ოთხფოთლოვანი არ შეესაბამება ერთმანეთს? სწორედ რომ პირიქით, ყველა მოცემული სიტყვა შესანიშნავად ახასიათებს უჩვეულო, დეკორატიულ, მებაღეობისათვის პრაქტიკულად უცნობ მცენარეს.
კვირა 19.7.2009 14:36 | დაბეჭდვა | ეგზოტიკური მცენარეები
ბოლქვებისა და მცენარეების დათესვა
ფოსტით მიღებული მცენარეები (ნერგები), ამოიღეთ შეფუთვიდან და მოათავსეთ 2–3 დღით ჩრდილიან ადგილზე ან შეგიძლიათ მაშინვე დათესოთ, და ორი დღის განმავლობაში მოაფაროთ საკანცელარიო ქაღალდი ან დაფა, რომ არ მოხვდნენ პირდაპირი მზის შუქის ზემოქმედების ქვეშ. წინააღმდეგ შემთხვევაში ძლიერმა მზის შუქმა ისინი შეიძლება დააზიანოს.
პარასკევი 17.7.2009 14:33 | დაბეჭდვა | 1 მცენარეები
ვაშლის ხის ტანადი თითისტარის ფორმით გაზრდა
საბაზრო ეკონომიკის შემოსვლამ უამრავი ცვლილება მოიტანა. მათგან ერთერთი სასოფლო–სამეურნეო საქმიანობის ინტენსიფიკაციაა, რომელიც მიმართულია წარმოების ეფექტურობისა და ბაზარზე ჩვენი მწარმოებლების კონკურენტუნარიანობის გაზრდისაკენ. მებაღეობაში, საბაღო ფართობის უფრო ეფექტურად გამოყენებისაკენ სწრაფვაში, მოცემული ინტენსიფიკაცია ნიშნავდა მაღალი ბუჩქნარებიდან და ხეებიდან უფრო დაბალ მცენარეებზე გადასვლას. დაბალი ვარჯის მქონე ხეების გახარებას უდავოდ გააჩნია მეტი უპირატესობები, აადვილებს სამუშაოს და ნაყოფის ხარისხი ახალ დონეზე აჰყავს. ვაშლის ხეებში დაბალი ვარჯის მქონე ხეებია – „ტანადი თითისტარი“, „სუპერ ტანადი თითისტარი“, „მზის ღერძი“ (solar axe) და სხვა. აქედან ყველაზე პერსპექტიული და გამოყენებადი არის ხე ფორმით – „ტანადი თითისტარი“.
ხუთშაბათი 16.7.2009 19:51 | დაბეჭდვა | 1 მცენარეები
მწერიჭამია მცენარეების დათესვის ინსტრუქცია
Pinguicula balcanica
მწერიჭამია მცენარეების თესლები აღმოცენებადობის უნარს მხოლოდ მოკლე ხნის მანძილზე ინარჩუნებენ. უკვე ერთი წლის შემდეგ მრავალი სახეობის თესლების აღმოცენების უნარი ძალზე დაქვეითებულია. ამიტომ ამ მცენარეების საღი თესლები დაუყონებლივ უნდა დაითესოს.
ხუთშაბათი 16.7.2009 14:30 | დაბეჭდვა | ეგზოტიკური მცენარეები
რა მოვუხერხოთ მოთიბულ ბალახს7
რა მოვუხერხოთ მოთიბულ ბალახს7 თუ თქვენ მოგწონთ ლამაზი დაბალი გაზონი, მაშინ რაც შეიძლება ხშირად უნდა გათიბოთ იგი. მაგრამ ხშირი მოთიბვის შედეგად დაგროვდება მოთიბული ბალახის დიდი რაოდენობა, რომელიც (თუ თქვენ ის არ გჭირდებათ) მხოლოდ ხელს შეგიშლით. ამიტომ, ბევრი ჩემი ნაცნობი მებაღე მას ნაგავში აგდებს. მე კი მიკვირს, რატომ ხარჯავენ ასე არაეკონომიურად ყველაზე იაფფასიან სასუქს.
ყინვაგამძლე პალმა (ზღარბის პალმა) Rhapidophyllum hystrix
Rhapidophyllum hystrix წარმოადგენს პალმის ყველაზე ყინვაგამძლე ჯიშს მთელ მსოფლიოში, და ამასთანავე, Rhapidophyllum–ის მონოტიპური გვარის ერთადერთ სახეობას. ბუნებაში ის ხარობს აშშ–ს სამხრეთ–აღმოსავლეთში, ჭაობიან ადგილებში. 20 °C–მდე ყინვის გამძლეობის უნარის გამო, მოცემული სახეობა ვარგისია ღია ცის ქვეშ გასახარებლად ჩვენთანს პირობებშიც კი. მისი დადებითი მახასიათებლებიდან უნდა აღინიშნოს ასევე პატარა სიმაღლე (მაქსიმუმ 1–3 მეტრი) და მომხიბლავი ტანი, რომელიც მოფენილია ეკლებით.
ინდური ლოტოსი (Nelumbo nucifera)
ლოტოსის ყვავილი
ინდური ლოტოსი მომხიბლავი მისტიური წყლის მცენარეა, რომელსაც მონაცრისფრო–მწვანე წყალგაუმტარი ფოთლები და ვარდისფერი ყვავილები აქვს. ბუდისტები მას რელიგიური ცერემონიების დროს იყენებენ, მცენარის ყველა ნაწილი საკვებად ვარგისია (პირველ რიგში საკვებად იყენებენ თესლებსა და მიწის თხილს), მთელი სამხრეთ–აღმოსავლეთი აზიის ტერიტორიაზე ის სხვადასხვანაირი კერძის მოსამზადებლად. გამოიყენება ლოტოსი ჭაობის მცენარეა. ლოტოსის გახარება მარტივია, მხოლოდ უნდა იცოდეთ, როგორ გააკეთოთ ეს.
ოთხშაბათი 15.7.2009 14:20 | დაბეჭდვა | ეგზოტიკური მცენარეები
ჩერიმოია (Annona cherimola)
ბოლო დროს ევროპაში ძალზე საინტერესო ტროპიკული ნაყოფები შემოაქვთ. პირადად მე შევძელი მეყიდა და გამესინჯა ჩერიმოიას ნაყოფი. მიუხედავად იმისა, რომ დახლებზე იგი იშვიათად შეგხვდებათ, შესანიშნავი გემოს წყალობით ის მალე დაიმკვიდრებს თავის ადგილს გასაღების ბაზარზე.
სამშაბათი 14.7.2009 08:24 | დაბეჭდვა | ეგზოტიკური მცენარეები
KPR წარმოადგენს
გაგვიზიარეთ თქვენი გამოცდილება მცენარეთა გამრავლებისა და გახარების სფეროში. დაწერეთ სტატია მოცემული ვებ–გვერდისათვის!