ბოტანიქსი – ჟურნალი მცენარეებისა და მებაღეობის შესახებ

ქართული

როგორ გავთიბოთ სწორად გაზონი?

ხშირი გაზონის მისაღებად, საჭიროა მისი სწორად გათიბვა. რადგან, ნებისმიერი ახალგაზრდა სოჭი ან ფიჭვი დაკარგავს თავის მომხიბლაობას მოუვლელი გაზონის გვერდით.

ორშაბათი 13.7.2009 14:17 | დაბეჭდვა | გაზონი

ვახარებთ პეპინოს

პეპინოს სამშობლო (ბოტანიკური სახელწოდება Solanum muricatum) სავარაუდოდ პერუ ან კოლუმბიაა, საიდანაც გავრცელდა მთელ ლათინურ ამერიკაში და მის საზღვრებს გარეთაც კი. დღესდღეობით ის იზრდება ბოლივიაში, ეკვადორსა და ახალ ზელანდიაში.

კვირა 12.7.2009 14:16 | დაბეჭდვა | ეგზოტიკური მცენარეები

კოლორადოს ხოჭო NOVODOR FC–ს წინააღმდეგ

კოლორადოს ხოჭოს (Leptinotarsa decemlineata) განსაკუთრებული წარმოდგენა არ ჭირდება. ის ყველასათვის არის ცნობილი, როგორც კარტოფილის მავნებელი, რომლის განადგურებაც „ქიმიის„ გამოყენების გარეშე პრაქტიკულად შეუძლებელია. მაგრამ ცოტამ თუ იცის, რომ დღესდღეობით უკვე არსებობს ბიოლოგიური პრეპარატები, რომლის დახმარებითაც შეიძლება ხოჭოს გაუვნებელყოფა.

შაბათი 11.7.2009 14:15 | დაბეჭდვა | 1 მცენარეები

პალმა Parajubaea torallyi

Parajubaea torallyi სამხრეთ ამერიკის ერთერთ ყველაზე ლამაზ და გამძლე პალმას წარმოადგენს. არაფერი გსმენიათ მის შესახებ? არ არის გასაკვირი. ევროპაში დიდი ზომის თესლების გამო (ამასთან დაკავშირებულია ტრანსპორტირებისათვის საჭიროა დიდი ხარჯები) ის იშვიათად შემოაქვთ. ამიტომ ბოლივიის გარდა სხვა ქვეყნებში პალმის ეს ლამაზი ჯიში ძალიან იშვიათად შეგხვდებათ.

პარასკევი 10.7.2009 14:09 | დაბეჭდვა | პალმები

ახალი გაზონის ჩაყრა

ახალი გაზონის ჩაყრის ან ძველის განახლებისათვის ყველაზე მოსახერხებელი დრო მაისი ან ივნისია, მაგრამ თუ წელიწადი რეკორდულად მწირი აღმოჩნდა ნალექების მხრივ, ამ შემთხვევაში, ივლისიც კარგი დრო იქნება საამისოდ.

პარასკევი 10.7.2009 08:07 | დაბეჭდვა | გაზონი

ინდური წიფელი Pongamia pinnata

ფოტო

Pongamia pinnata

Pongamia pinnata (Indian Beech Tree, Honge Tree, Pongam Tree, Panigrahi) ფოთოლმცვენი მცენარეა პარკოსნების ოჯახიდან (Fabaceae), რომლის სამშობლოც ინდოეთია. ხშირად იზრდება სამხრეთ–აღმოსავლეთ აზიაში.

ხუთშაბათი 9.7.2009 14:01 | დაბეჭდვა | ეგზოტიკური მცენარეები

თამბაქო Nicotiana glauca – პერსპექტიული აივნის მცენარე

ფოტო

თამბაქო Nicotiana glauca

ადამიანის ლტოლვა ყოველივე ახლის, უჩვეულოსა და არატრადიციულისკენ უსასრულოა. ნებისმიერ მოყვარულ მებაღეს სურს თავის ბაღში გაახაროს რაიმე ახალი, უჩვეულო, რაც ჯერ არავის არა აქვს… ამიტომ ყვავილების ბაზარი ყოველწლიურად სავსეა სიახლეებით, რათა მოყვარული მებაღეების „სიახლის წყურვილი“ დაკმაყოფილდეს. მაგრამ კომერციულ საფუძველზე დამყარებული სიახლეები ხშირად იქცევა ხოლმე მხოლოდ „რიგით ასორტიმენტად“.

ოთხშაბათი 8.7.2009 14:02 | დაბეჭდვა | ეგზოტიკური მცენარეები

მცენარეების თესლებით გამრავლების ინსტრუქცია

ერთწლოვანი მცენარეები

მრავალწლოვანი მცენარეები

ბოსტნეული

კამა, ცერეცო, კვლიავი, ანისული

წიწაკა, პომიდორი და ბადრიჯანი – თესლების ჩათესვა

პარკოსნები – ლობიო, ბარდა, სოიო, მიწის თხილი (არაქისი, ჩინური თხილი)

ხეები და ბუჩქნარები

სამშაბათი 7.7.2009 13:46 | დაბეჭდვა | 1 მცენარეები

ველვიჩია საკვირველი (Welwitschia mirabilis) – გაახარეთ ცოცხალი ნამარხი მცენარე

ფოტო ველვიჩია განსაკუთრებული (Welwitschia mirabilis) უძველეს მცენარეს წარმოადგენს, რომელიც დღესდღეობით მხოლოდ ნამიბიასა და ანგოლის სამხრეთში, ატლანტიკური ოკეანის სანაპიროზე მდებარე უდაბნოში, ძალიან მცირე ტერიტორიაზე ხარობს. ეს არის ხე, თუმცა ერთი შეხედვით მას სულაც არ ჰგავს. მცენარე შედგება მრგვალი ფესვისა და ტანისა და 2 ფოთლისგან შედგება, რომლებიც 2–4 მეტრის სიგრძის ხვეულ ლენტს წააგავს, რის გამოც ველვიჩია ნაგვის გროვას მოგაგონებთ. მოკლედ რომ ვთქვათ, ეს არის მუდმივად ზრდადი ფოთლები, რომლებიც კვდება და იძენძება ბოლოებში.

ორშაბათი 6.7.2009 18:45 | დაბეჭდვა | ეგზოტიკური მცენარეები

ვებრძვით მარცვლეულის ხოჭოებს

ალბათ, მარცვლეულის ხოჭო ყველასათვის ცნობილია. ეს არის მცირე ზომის (3–4 მმ) ხოჭო, რომელიც თითქმის ყველას უნახავს სამზარეულოში პარკოსნების თესლებს შორის გაბნეული. ხოჭოები თითქმის ყველა პარკოსნის სახეობის თესლებში ვითარდებიან. პრაქტიკულად, პარკოსნების ყველა სახეობას თავისი “საკუთარი“ ხოჭო ჰყავს: ლობიოს – ლობიოს ხოჭო, ბარდას – ბარდასი და ა.შ. ხოჭოებისგან დაზიანებული თესლები ჩაჩუტულს წააგავს, ზრდასრული ხოჭოები კი ხვრელებს ტოვებენ. ზოგიერთი სახეობა (მაგ. ლობიოს მარცვლეულის ხოჭო) თესლებს შენახვისას აზიანებენ (რადგან აქ მათი არსებობისათვის იდეალური პირობებია), თუმცა მცენარეები ჯერ კიდევ ბოსტანში არიან საფრთხის ქვეშ. საბედნიეროდ, ხოჭოების წინააღმდეგ ბრძოლა საკმაოდ მარტივი და ეფექტურია (ეფექტურობა 100%–იანია)

კვირა 5.7.2009 13:39 | დაბეჭდვა | 1 მცენარეები

Continue: 1-10 11-20 21-24

KPR წარმოადგენს

KPR - მცენარეთა მოყვარულთა კლუბი სლოვაკეთი
მცენარეთა მოყვარულთა კლუბი წარმოადგენს მსოფლიოს ყველა კუთხის მებაღეების ნებაყოფლობით გაერთიანებას. წაკითხვა...
გაგვიზიარეთ თქვენი გამოცდილება მცენარეთა გამრავლებისა და გახარების სფეროში. დაწერეთ სტატია მოცემული ვებ–გვერდისათვის!