ბოტანიქსი – ჟურნალი მცენარეებისა და მებაღეობის შესახებ

ქართული

კივანო - kiwano (Cucumis metuliferus)

კივანო გამოიყურება, როგორც 10–15 სმ სიგრძის მქონე სტაფილოსფერი გოგრა, აქვს “ეკლები“ და წააგავს შუა საუკუნეების იარაღს. რბილობი მწვანეა და უმეტესად აქვს გრძელი, 5–10 მმ სიგრძის მქონე თეთრი თესლები. თუ კივანო არ არის მწიფე, ეკლებთან მწვანე შეფერილობისაა.

შაბათი 4.7.2009 13:38 | დაბეჭდვა | ეგზოტიკური მცენარეები

ვახარებთ ჩვეულებრივ კალმახას (Pleurotus ostreatus)

დღესდღეობით კალმახამ უფრო მეტი პოპულარობა მოიპოვა, ვიდრე შამპინიონებმა. მათგან განსხვავებით კალმახას ერთი დიდი უპირატესობა გააჩნია – შეუძლებელია იგი თეთრ შხამა სოკოში შეგეშალოთ.

ეს სოკო მდიდარია ვიტამინებით, ამინომჟავებითა და მინერალური ნივთიერებებით, რომლებიც ადამიანის ორგანიზმს ტოქსიკური ნივთიერებების ზემოქმედებისგან იცავს, ასევე ამცირებს სისხლში ქოლესტერინის დონეს. სოკო დაბალენერგეტიკული საკვებია, ამიტომაც გამოდგება დაბალკალორიული დიეტებისათვის. სავარაუდოდ, ის შეიცავს კიბოს საწინააღმდეგო ნივთიერებებსაც.

პარასკევი 3.7.2009 13:29 | დაბეჭდვა | 1 მცენარეები

ჩინური ჩაის ბუჩქი – გქონდეთ საკუთარი ჩაი!

ფოტო ზამთრის ბოლოსთვის ყველა სერიოზული მოყვარული მებაღე იწყებს დაგეგმვას, თუ რას გაახარებს და გაამრავლებს იგი დამდეგ სეზონზე. აღარ განიჭებთ სიამოვნებას ყოველ წელს პომიდვრის, წიწაკისა და კიტრის მოყვანა? გინდათ სიახლე? გარკვეული ეგზოტიკა? იქნებ საკუთარი ჩაის ბუჩქის გახარებამ დაგაინტერესოთ?

ხუთშაბათი 2.7.2009 13:26 | დაბეჭდვა | ეგზოტიკური მცენარეები

ვახარებთ ავოკადოს

ავოკადო (ბოტანიკურად ალიგატორის მსხალი – Persea americana) წარმოადგენს 6–20 მეტრის სიმაღლის ტროპიკულ ხეს. იზრდება მექსიკიდან ბრაზილიამდე. დღესდღეობით ახარებენ მთელ ტროპიკულ და სუბტროპიკულ ზონაში.

აქვს ელიპსური ფორმის, წაწვეტებული ბოლოს მქონე, პრიალა, ღია ან მუქი მწვანე, მეორე მხარეს რუხი ფერის ფოთლები, რომლებიც ფორთოხლის ფოთლებს წააგავს.

ოთხშაბათი 1.7.2009 07:49 | დაბეჭდვა | ეგზოტიკური მცენარეები

Continue: 1-10 11-20 21-24

KPR წარმოადგენს

KPR - მცენარეთა მოყვარულთა კლუბი სლოვაკეთი
მცენარეთა მოყვარულთა კლუბი წარმოადგენს მსოფლიოს ყველა კუთხის მებაღეების ნებაყოფლობით გაერთიანებას. წაკითხვა...
გაგვიზიარეთ თქვენი გამოცდილება მცენარეთა გამრავლებისა და გახარების სფეროში. დაწერეთ სტატია მოცემული ვებ–გვერდისათვის!