ბოტანიქსი – ჟურნალი მცენარეებისა და მებაღეობის შესახებ

ქართული

Archive of all articles

There you can find all articles which are available in this language section of Botanix.

Category: ყველა 1 მცენარეები გაზონი ეგზოტიკური მცენარეები პალმები

Author:

კატეგორია: 1 მცენარეები

მცენარეები

ბოლქვებისა და მცენარეების დათესვა

ფოსტით მიღებული მცენარეები (ნერგები), ამოიღეთ შეფუთვიდან და მოათავსეთ 2–3 დღით ჩრდილიან ადგილზე ან შეგიძლიათ მაშინვე დათესოთ, და ორი დღის განმავლობაში მოაფაროთ საკანცელარიო ქაღალდი ან დაფა, რომ არ მოხვდნენ პირდაპირი მზის შუქის ზემოქმედების ქვეშ. წინააღმდეგ შემთხვევაში ძლიერმა მზის შუქმა ისინი შეიძლება დააზიანოს.

პარასკევი 17.7.2009 14:33 | დაბეჭდვა | 1 მცენარეები

ვაშლის ხის ტანადი თითისტარის ფორმით გაზრდა

საბაზრო ეკონომიკის შემოსვლამ უამრავი ცვლილება მოიტანა. მათგან ერთერთი სასოფლო–სამეურნეო საქმიანობის ინტენსიფიკაციაა, რომელიც მიმართულია წარმოების ეფექტურობისა და ბაზარზე ჩვენი მწარმოებლების კონკურენტუნარიანობის გაზრდისაკენ. მებაღეობაში, საბაღო ფართობის უფრო ეფექტურად გამოყენებისაკენ სწრაფვაში, მოცემული ინტენსიფიკაცია ნიშნავდა მაღალი ბუჩქნარებიდან და ხეებიდან უფრო დაბალ მცენარეებზე გადასვლას. დაბალი ვარჯის მქონე ხეების გახარებას უდავოდ გააჩნია მეტი უპირატესობები, აადვილებს სამუშაოს და ნაყოფის ხარისხი ახალ დონეზე აჰყავს. ვაშლის ხეებში დაბალი ვარჯის მქონე ხეებია – „ტანადი თითისტარი“, „სუპერ ტანადი თითისტარი“, „მზის ღერძი“ (solar axe) და სხვა. აქედან ყველაზე პერსპექტიული და გამოყენებადი არის ხე ფორმით – „ტანადი თითისტარი“.

ხუთშაბათი 16.7.2009 19:51 | დაბეჭდვა | 1 მცენარეები

კოლორადოს ხოჭო NOVODOR FC–ს წინააღმდეგ

კოლორადოს ხოჭოს (Leptinotarsa decemlineata) განსაკუთრებული წარმოდგენა არ ჭირდება. ის ყველასათვის არის ცნობილი, როგორც კარტოფილის მავნებელი, რომლის განადგურებაც „ქიმიის„ გამოყენების გარეშე პრაქტიკულად შეუძლებელია. მაგრამ ცოტამ თუ იცის, რომ დღესდღეობით უკვე არსებობს ბიოლოგიური პრეპარატები, რომლის დახმარებითაც შეიძლება ხოჭოს გაუვნებელყოფა.

შაბათი 11.7.2009 14:15 | დაბეჭდვა | 1 მცენარეები

მცენარეების თესლებით გამრავლების ინსტრუქცია

ერთწლოვანი მცენარეები

მრავალწლოვანი მცენარეები

ბოსტნეული

კამა, ცერეცო, კვლიავი, ანისული

წიწაკა, პომიდორი და ბადრიჯანი – თესლების ჩათესვა

პარკოსნები – ლობიო, ბარდა, სოიო, მიწის თხილი (არაქისი, ჩინური თხილი)

ხეები და ბუჩქნარები

სამშაბათი 7.7.2009 13:46 | დაბეჭდვა | 1 მცენარეები

ვებრძვით მარცვლეულის ხოჭოებს

ალბათ, მარცვლეულის ხოჭო ყველასათვის ცნობილია. ეს არის მცირე ზომის (3–4 მმ) ხოჭო, რომელიც თითქმის ყველას უნახავს სამზარეულოში პარკოსნების თესლებს შორის გაბნეული. ხოჭოები თითქმის ყველა პარკოსნის სახეობის თესლებში ვითარდებიან. პრაქტიკულად, პარკოსნების ყველა სახეობას თავისი “საკუთარი“ ხოჭო ჰყავს: ლობიოს – ლობიოს ხოჭო, ბარდას – ბარდასი და ა.შ. ხოჭოებისგან დაზიანებული თესლები ჩაჩუტულს წააგავს, ზრდასრული ხოჭოები კი ხვრელებს ტოვებენ. ზოგიერთი სახეობა (მაგ. ლობიოს მარცვლეულის ხოჭო) თესლებს შენახვისას აზიანებენ (რადგან აქ მათი არსებობისათვის იდეალური პირობებია), თუმცა მცენარეები ჯერ კიდევ ბოსტანში არიან საფრთხის ქვეშ. საბედნიეროდ, ხოჭოების წინააღმდეგ ბრძოლა საკმაოდ მარტივი და ეფექტურია (ეფექტურობა 100%–იანია)

კვირა 5.7.2009 13:39 | დაბეჭდვა | 1 მცენარეები

ვახარებთ ჩვეულებრივ კალმახას (Pleurotus ostreatus)

დღესდღეობით კალმახამ უფრო მეტი პოპულარობა მოიპოვა, ვიდრე შამპინიონებმა. მათგან განსხვავებით კალმახას ერთი დიდი უპირატესობა გააჩნია – შეუძლებელია იგი თეთრ შხამა სოკოში შეგეშალოთ.

ეს სოკო მდიდარია ვიტამინებით, ამინომჟავებითა და მინერალური ნივთიერებებით, რომლებიც ადამიანის ორგანიზმს ტოქსიკური ნივთიერებების ზემოქმედებისგან იცავს, ასევე ამცირებს სისხლში ქოლესტერინის დონეს. სოკო დაბალენერგეტიკული საკვებია, ამიტომაც გამოდგება დაბალკალორიული დიეტებისათვის. სავარაუდოდ, ის შეიცავს კიბოს საწინააღმდეგო ნივთიერებებსაც.

პარასკევი 3.7.2009 13:29 | დაბეჭდვა | 1 მცენარეები

KPR წარმოადგენს

KPR - მცენარეთა მოყვარულთა კლუბი სლოვაკეთი
მცენარეთა მოყვარულთა კლუბი წარმოადგენს მსოფლიოს ყველა კუთხის მებაღეების ნებაყოფლობით გაერთიანებას. წაკითხვა...
გაგვიზიარეთ თქვენი გამოცდილება მცენარეთა გამრავლებისა და გახარების სფეროში. დაწერეთ სტატია მოცემული ვებ–გვერდისათვის!