ბოტანიქსი – ჟურნალი მცენარეებისა და მებაღეობის შესახებ

ქართული

როგორ გავთიბოთ სწორად გაზონი?

ხშირი გაზონის მისაღებად, საჭიროა მისი სწორად გათიბვა. რადგან, ნებისმიერი ახალგაზრდა სოჭი ან ფიჭვი დაკარგავს თავის მომხიბლაობას მოუვლელი გაზონის გვერდით.

გაზონის მოთიბვის წესი გულისხმობს, რომ გაზონის ბალახი უნდა დამოკლდეს თავდაპირველი სიმაღლის 1/3–ით. ეს ნიშნავს, რომ 6 სმ სიმაღლის გაზონის გათიბვისას, უნდა დავტოვოთ დაახლოებით 4 სმ. გაზონის ოპტიმალური სიმაღლე დაახლოებით 2–3 სმ–ია. ძალიან დაბლა თუ მოვთიბავთ, გაჩნდება გაზონის გახმობის საფრთხე. თუკი თქვენ მაქსიმალურად დაბალი გაზონი გსურთ რომ გქონდეთ, არ დაგავიწყდეთ მოცელვის შემდეგ იგი კარგად დაატენიანოთ. (1 м²–ზე დაახლოებით 10–15 ლ წყალი)

ჩვენ ვხმარობთ 2 ტიპის სათიბ მანქანას – კლასიკურსა და „მულჩირებადს“

მულჩირებადი სათიბი მანქანები მოთიბულ ბალახს არ აგროვებენ, არამედ წვრილად ჭრიან და გაზონზე ფანტავენ. ამრიგად, ყოველი მოცელვის შემდეგ გაზონი ავტომატურად ნოყიერდება. თუ გაზონის ტერიტორიაზე აუზი გაქვთ, ასეთი სათიბი მანქანა არ გამოგადგებათ, რადგან ბალახის მცირე ნაწილაკები შეიძლება წყალში შეგყვეთ. ასეთი გაზონებისათვის უმჯობესია გამოიყენოთ კლასიკური სათიბი მანქანები მოცელილი ბალახის დასაგროვებელი კალათით.

დღესდღეობით არსებობს გარდამავალი ტიპის სათიბი მანქანები. თუ თქვენ მათზე დაამაგრებთ კალათას მოცელილი ბალახის დასაგროვებლად, მიიღებთ კლასიკურ სათიბ მანქანას, თუ არა და გექნებათ მულჩირებადი სათიბი მანქანა.

სათიბი მანქანა გამოსადეგია მხოლოდ 15º–იანი გადახრის მქონე გაზონებისათვის. თუ თქვენ გაზონი უფრო დამრეც ადგილზე გაქვთ – გამოიყენეთ ხელის სათიბი მანქანა. ხელის სათიბელა გამოსადეგია ბუჩქნარებისა და ხეების, ასევე მრავალწლოვანი მცენარეების ახლოს მდებარე გაზონების გასათიბადაც.

««« წინა ტექსტი: ვახარებთ პეპინოს შემდეგი ტექსტი: ჩერიმოია (Annona cherimola) »»»

ორშაბათი 13.7.2009 14:17 | დაბეჭდვა | გაზონი

KPR წარმოადგენს

KPR - მცენარეთა მოყვარულთა კლუბი სლოვაკეთი
მცენარეთა მოყვარულთა კლუბი წარმოადგენს მსოფლიოს ყველა კუთხის მებაღეების ნებაყოფლობით გაერთიანებას. წაკითხვა...
გაგვიზიარეთ თქვენი გამოცდილება მცენარეთა გამრავლებისა და გახარების სფეროში. დაწერეთ სტატია მოცემული ვებ–გვერდისათვის!