ბოტანიქსი – ჟურნალი მცენარეებისა და მებაღეობის შესახებ

ქართული

ყინვაგამძლე პალმა (ზღარბის პალმა) Rhapidophyllum hystrix

Rhapidophyllum hystrix წარმოადგენს პალმის ყველაზე ყინვაგამძლე ჯიშს მთელ მსოფლიოში, და ამასთანავე, Rhapidophyllum–ის მონოტიპური გვარის ერთადერთ სახეობას. ბუნებაში ის ხარობს აშშ–ს სამხრეთ–აღმოსავლეთში, ჭაობიან ადგილებში. 20 °C–მდე ყინვის გამძლეობის უნარის გამო, მოცემული სახეობა ვარგისია ღია ცის ქვეშ გასახარებლად ჩვენთანს პირობებშიც კი. მისი დადებითი მახასიათებლებიდან უნდა აღინიშნოს ასევე პატარა სიმაღლე (მაქსიმუმ 1–3 მეტრი) და მომხიბლავი ტანი, რომელიც მოფენილია ეკლებით.

ზღარბის პალმის სახელწოდება წარმოდგება მისი ლათინური სახელწოდებიდან – Rhapidophyllum = “ნემსისებური ფოთლები“, hystrix=“მაჩვზღარბი“.

პალმის გაზრდა ჩვენს პირობებში არ არის რთული. თესლი უნდა დაითესოს ინსტრუქციის თანახმად, და გათვალისწინებული უნდა იქნას ის, რომ მისთვის სულაც არ არის საჭირო მაღალი ტემპერატურა, როგორც ტროპიკული სახეობებისთვის. 20 °C მისთვის სრულიად საკმარისია. პირველი 3 წლის განმავლობაში, პალმის ღია ცის ქვეშ გაჩერება შეიძლება მხოლოდ ზაფხულში, ზამთარში უფრო საიმედოა მისი მოთავსება შენობაში, დადებით ტემპერატურაზე. სამი წლის შემდეგ პალმა უკვე დიდია იმისათვის, რომ გადაიტანოს ჩვენი ზამთარი, ამიტომ შეგიძლიათ მისი გადარგვა ბალახიან ადგილას. სხვა ყინვაგამძლე ჯიშების მსგავსად, მისთვის აუცილებელია წყლისა და ჰაერის კარგად გამტარი სუბსტრატი, საუკეთესოა სამხრეთი ფერდობი. პალმის ყინვაზე დიდი მტერია ნიადაგის ზედმეტი ტენიანობა და ამის შედეგად გამოწვეული ფესვების ლპობა. საერთოდ, პალმას უპრობლემოდ გადააქვს –15–20 °C ტემპერატურა. ყველაზე დაბალი ტემპერატურა, რომლის გადატანაც შეძლო მოცემულმა სახეობამ, არის –28 °C.

ყინვაგამძლე პალმების გაყიდვა

««« წინა ტექსტი: ინდური ლოტოსი (Nelumbo nucifera) შემდეგი ტექსტი: რა მოვუხერხოთ მოთიბულ ბალახს7 »»»

ოთხშაბათი 15.7.2009 19:31 | დაბეჭდვა | პალმები

KPR წარმოადგენს

KPR - მცენარეთა მოყვარულთა კლუბი სლოვაკეთი
მცენარეთა მოყვარულთა კლუბი წარმოადგენს მსოფლიოს ყველა კუთხის მებაღეების ნებაყოფლობით გაერთიანებას. წაკითხვა...
გაგვიზიარეთ თქვენი გამოცდილება მცენარეთა გამრავლებისა და გახარების სფეროში. დაწერეთ სტატია მოცემული ვებ–გვერდისათვის!