ვებრძვით მარცვლეულის ხოჭოებს
ალბათ, მარცვლეულის ხოჭო ყველასათვის ცნობილია. ეს არის მცირე ზომის (3–4 მმ) ხოჭო, რომელიც თითქმის ყველას უნახავს სამზარეულოში პარკოსნების თესლებს შორის გაბნეული. ხოჭოები თითქმის ყველა პარკოსნის სახეობის თესლებში ვითარდებიან. პრაქტიკულად, პარკოსნების ყველა სახეობას თავისი “საკუთარი“ ხოჭო ჰყავს: ლობიოს – ლობიოს ხოჭო, ბარდას – ბარდასი და ა.შ. ხოჭოებისგან დაზიანებული თესლები ჩაჩუტულს წააგავს, ზრდასრული ხოჭოები კი ხვრელებს ტოვებენ. ზოგიერთი სახეობა (მაგ. ლობიოს მარცვლეულის ხოჭო) თესლებს შენახვისას აზიანებენ (რადგან აქ მათი არსებობისათვის იდეალური პირობებია), თუმცა მცენარეები ჯერ კიდევ ბოსტანში არიან საფრთხის ქვეშ. საბედნიეროდ, ხოჭოების წინააღმდეგ ბრძოლა საკმაოდ მარტივი და ეფექტურია (ეფექტურობა 100%–იანია)
დამწიფებული პარკოსნების მოკრეფის შემდეგ, დაუყონებლივ გადაარჩიეთ ისინი. შეამოწმეთ თესლები და დაზიანებული თესლები მაშინვე გაანადგურეთ. (უკეთესი იქნება, თუ დაწვავთ).
შემდეგ თესლები მოათავსეთ პაკეტში (ცელოფანის ან ტილოს პაკეტში) და 48 საათით მოათავსეთ საყინულეში.
ამ პროცედურის შედეგად თქვენ განვითარების ყველა სტადიაზე მყოფ ხოჭოს გაანადგურებთ. საყინულედან გამოღებული თესლები გაფინეთ ქაღალდზე და კარგად გამოაშრეთ ოთახის ტემპერატურაზე 2–3 დღის განმავლობაში. თესლები გამოყენებამდე შეგიძლიათ პაკეტში შეინახოთ. მაგრამ, ასეთი წესით შენახული თესლები მაინც შეიძლება საფრთხის ქვეშ აღმოჩდნენ მაღაზიაში ნაყიდ თესლებში არსებული ხოჭოების მხრიდან.
ამიტომ, უმჯობესია, თესლები ქილაში შეინახოთ, და თავზე კარგად დააფაროთ. თესლები აბსოლუტურად მშრალი უნდა იყოს, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლებელია, ობი მოეკიდოს. ამრიგად, შეგიძლიათ დარწმუნებული იყოთ, რომ ხოჭოები თესლებს არ მოედებიან.
მარცვლეულის ხოჭოებს შეიძლება შეებრძოლოთ ჯიშების შერჩევის გზითაც. საქმე იმაშია, რომ არსებობს ჯიშები, რომლებიც ხოჭოებს არ უყვართ.
««« წინა ტექსტი: კივანო - kiwano (Cucumis metuliferus) შემდეგი ტექსტი: ველვიჩია საკვირველი (Welwitschia mirabilis) – გაახარეთ ცოცხალი ნამარხი მცენარე »»»
კვირა 5.7.2009 13:39 | დაბეჭდვა | 1 მცენარეები
KPR წარმოადგენს

გაგვიზიარეთ თქვენი გამოცდილება მცენარეთა გამრავლებისა და გახარების სფეროში. დაწერეთ სტატია მოცემული ვებ–გვერდისათვის!