ველვიჩია საკვირველი (Welwitschia mirabilis) – გაახარეთ ცოცხალი ნამარხი მცენარე
ველვიჩია განსაკუთრებული (Welwitschia mirabilis) უძველეს მცენარეს წარმოადგენს, რომელიც დღესდღეობით მხოლოდ ნამიბიასა და ანგოლის სამხრეთში, ატლანტიკური ოკეანის სანაპიროზე მდებარე უდაბნოში, ძალიან მცირე ტერიტორიაზე ხარობს. ეს არის ხე, თუმცა ერთი შეხედვით მას სულაც არ ჰგავს. მცენარე შედგება მრგვალი ფესვისა და ტანისა და 2 ფოთლისგან შედგება, რომლებიც 2–4 მეტრის სიგრძის ხვეულ ლენტს წააგავს, რის გამოც ველვიჩია ნაგვის გროვას მოგაგონებთ. მოკლედ რომ ვთქვათ, ეს არის მუდმივად ზრდადი ფოთლები, რომლებიც კვდება და იძენძება ბოლოებში.
ამიტომ ველვიჩია მთელი თავისი სიცოცხლის მანძილზე, (მაშინაც კი, როცა ნაყოფს იღებს), ზრდის პროცესშია, რაც მცენარეთა სამყაროში გამონაკლისს წარმოადგენს. ველვიჩია ორსახლიანი მცენარეა და ამიტომ თესლების წარმოქმნისათვის აუცილებელია ორი მცენარე – მდედრობითი და მამრობითი სქესის. „ყვავილები“ გირჩებშია განთავსებული (როგორც წიწვოვან მცენარეებში ან საგოვანებში). მდედრობითი სქესის გირჩები მომწიფების შემდეგ იშლებიან და გამოიყოფა მსუბუქი თესლების დიდი რაოდენობა, რომელიც შემდეგ ქარს გადააქვს. ფილოგენეტიკურად ის მიეკუთვნება მცენარეების უძველეს ჯგუფს – შიშველთესლოვნებს (Gnetopha), წიწვოვნების ახლო ნათესავებს. ამ ჯგუფს მიეკუთვნება 3 განსხვავებული ოჯახი: გნეტუმი (Gnetum) – ლიანას მაგვარი მცენარეები დიდი კიდემთლიანი ფოთლებით, ეფედრა – (Ephedra) – ბუჩქოვანი მცენარე და ცალკე ველვიჩია.
ველვიჩიას სახელი სლოვენიელი ბოტანიკოსის ფრიდრიხ ველვიჩის საპატივცემულოდ უწოდეს (Friedrich Welwitsch), რომელმაც იგი აღმოაჩინა 1860 წელს. ველვიჩია გამოსახულია ნამიბიის სახელმწიფო გერბზე.
ველვიჩია შესანიშნავად არის ადაპტირებული უდაბნოს ექსტრემალური პირობების მიმართ. ის არ არის დამოკიდებული ნალექებზე, და ჰყოფნის ოკეანიდან წამოსული ნისლიც კი. აუცილებელია ამის გათვალისწინება ამ მცენარის გახარების დროს. წარუმატებლობის ძირითადი მიზეზი, როგორც წესი, ველვიჩიის ზედმეტი მორწყვა და ამის შედეგად მისი ლპობა გახლავთ. ამიტომაც, თესლები უნდა ჩაითესოს ხრეშიან–ქვიშიან სუბსტრატში (2–5 მმ ზომის თესლებით), რათა სუბსტრატში ზედმეტი ტენი არ დარჩეს. ველვიჩიას მორწყვა ძალიან საფრთხილოა, უმჯობესია წყალი მხოლოდ მოასხუროთ. თესლების აღმოცენება დალბობიდან კვირის განმავლობაში ხდება. მცენარე შეგიძლიათ გაახაროთ სამხრეთისკენ გამავალი ფანჯრის რაფაზე. ველვიჩია ძალიან ნელა იზრდება, და ნამდვილად წააგავს ცოცხალ დინოზავრს. თუ თქვენ მას უზრუნველყოფთ მშრალი და ნათელი ადგილით, ის ძალიან დიდ ხანს იცოცხლებს.
««« წინა ტექსტი: ვებრძვით მარცვლეულის ხოჭოებს შემდეგი ტექსტი: მცენარეების თესლებით გამრავლების ინსტრუქცია »»»
ორშაბათი 6.7.2009 18:45 | დაბეჭდვა | ეგზოტიკური მცენარეები
KPR წარმოადგენს
გაგვიზიარეთ თქვენი გამოცდილება მცენარეთა გამრავლებისა და გახარების სფეროში. დაწერეთ სტატია მოცემული ვებ–გვერდისათვის!