ახალი გაზონის ჩაყრა

ახალი გაზონის ჩაყრის ან ძველის განახლებისათვის ყველაზე მოსახერხებელი დრო მაისი ან ივნისია, მაგრამ თუ წელიწადი რეკორდულად მწირი აღმოჩნდა ნალექების მხრივ, ამ შემთხვევაში, ივლისიც კარგი დრო იქნება საამისოდ.

1. ახალი გაზონის ჩაყრა ის ადგილი, სადაც გაზონის ჩაყრა გსურთ, გათხარეთ დაახლოებით 10–15 სმ სიღრმეზე. შემდეგ ნიადაგის ზედაპირი გაასწორეთ და დატკეპნეთ.

ამის შემდეგ თქვენ 2 ვარიანტი გაქვთ:

ა) გაზონის დათესვა პირველ რიგში გაზომეთ ფართობი, რომელზეც გსურთ გაზონის ჩაყრა. გამოითვალეთ ბალახის სათესი მასალის ხარჯი: 25 გრ სათესი მასალა უნდა გათვალოთ 1м²–ზე +ყოველ 10 м²–ზე დაამატეთ 25 გრ სათესი მასალა შესაძლო დამატებისათვის.

სათესი მასალის ყიდვისას ყურადღება მიაქციეთ მის საღიანობას, რადგან ბალახის სათესი მასალა მალე კარგავს აღმოცენებადობის უნარს (უკვე მეორე წელს ის 50%–ზე ნაკლებია). ყურადღება მიაქციეთ სათესი მასალის მაღაზიაში შენახვის პირობებსაც (ნესტიანობის შემთხვევაში, შესაძლოა, რამოდენიმე თესლიდან აღმოცენება უკვე დაწყებულია). უმჯობესია ამ შემთხვევაში არ შეიძინოთ თესლები. დასათესი მასალის საშუალო ფასი მაღაზიებში 3–5 ევროა კილოგრამზე (ჯიშების მიხედვით) ყიდვის დროს აირჩიეთ დასათესი მასალა იმისდა მიხედვით, თუ როგორ გსურთ გაზონის გამოყენება (ივლით მასზე ხშირად, გამოიყენებთ მას აქტიური სპორტული ვარჯიშისათვის თუ პირიქით, არ აპირებთ მასზე ფეხით გადავლას და მისი გამოყენება მხოლოდ შინაური ფრინველის მოვლის მიზნით გსურთ). არასოდეს იყიდოთ არამარკირებული დასათესი მასალა! სერიოზულ ფირმებს გააჩნიათ დაბეჭდილი საინფორმაციო ფურცელი, რომელიც დაგეხმარებათ ბალახის ნარევების უამრავ სახეობას შორის არჩევანის გაკეთებაში. სურვილისდა მიხედვით, თქვენ ამას ნებისმიერ კარგ მაღაზიაში შემოგთავაზებენ. ნაყიდი დასათესი მასალა შეინახეთ მშრალ, გრილ და ბნელ ადგილას. გირჩევთ, არ გადადოთ დათესვა მომავალი წლისათვის, რადგან აღმოცენების უნარი მალე კლებულობს. დასათესი მასალა გამოიყენეთ მაისში (წელს შეგიძლიათ ეს გააკეთოთ ივლისშიც). დათესვამდე ვიწრო ფოცხის საშუალებით გაკვალეთ ნიადაგი დაახლოებით 1 სმ ზომის სიღრმეზე. დათესვის შემდეგ ფართობი კარგად დატკეპნეთ და კარგად მორწყეთ. დასათესი მასალა დაახლოების 14 დღის მანძილზე აღმოცენდება. როცა გაზონის სიმაღლე დაახლოებით 10 სმ–ს მიაღწევს, გათიბეთ იგი. გათიბვის შემდეგ, თუ გაზონში ცარიელ ადგილებს აღმოაჩენთ, თავიდან დათესეთ ისინი. იმისათვის, რომ გაზონი ხშირი იყოს, გათიბეთ იგი 1–2 კვირის შემდეგ სექტემბრის შუაგულამდე. არასოდეს გადაყაროთ მოთიბული ბალახი! კიდევ ერთხელ ყურადღებით გადაიკითხეთ სტატია მოცემული ნომრის ბოლო გვერდზე.

ბ)გაზონის ჩაყრისათვის გამოიყენეთ წინასწარ გამოზრდილი ბალახის ხალიჩები ეს მეთოდი გაცილებით სწრაფია, თუმცა კი უფრო ძვირიც. მეორე მხრივ, ის უფრო მომგებიანია, რადგან ფირმების უმრავლესობა, რომლებისგანაც თქვენ იყიდით წინასწარ მოყვანილ ბალახოვან ხალიჩებს, იმავე ფასში თავად შემოგთავაზებთ გაზონის ჩაყრას. ამრიგად, თქვენ თავისუფალი ხართ ზედმეტი გარჯისგან. გაზონის ჩაყრისათვის გამოიყენება წინასწარ გამოყვანილი ბალახის ხალიჩები. მათი ფასი გაზონის ჩაყრის ჩათვლით მერყეობს 90–150 СК/м²–ის ფარგლებში (ჯიშების მიხედვით)

2. ძველი გაზონის მოვლა

ყოველ გაზაფხულზე (ამინდის მიხედვით მარტსა და აპრილში) გაათავისუფლეთ გაზონი ფოთლებისა და გამხმარი ბალახებისგან, საჭიროების შემთხვევაში დაამატეთ ნათესი. გაზონს ზამთრის განმავლობაში ყინვა „გაწელავს“, ამიტომ გაზაფხულზე აუცილებელია მისი დატკეპნა. გაზონის გამოცოცხლებაზე ნიადაგის აერაციაც კარგად მოქმედებს. ამ მიზნით თქვენ შეგიძლიათ უმარტივესი მოწყობილობის – „აერატორის“ შექმნა. ამისათვის მოამზადეთ 2–3 სმ სისქისა და 30 х 30 სმ ზომის ფიცარი. დააჭედეთ მასზე 10 სმ–იანი ლურსმნები ისე, რომ მათ ფიცრის მეორე მხრიდან თავი ჰქონდეთ ამოშვერილი. ლურსმნებს შორის მანძილი 2–3 სმ უნდა იყოს. ამრიგად მომზადებული ფიცარი დაამაგრეთ ხის სახელურზე (მისი სიგრძე თქვენს სიმაღლეზეა დამოკიდებული, და იმ სიგრძის უნდა იყოს, რომ თქვენთვის მოსახერხებელი იყოს „აერატორით„ მუშაობა). ყოველი მოთიბვის შემდეგ მიწაში ჩაარჭეთ ლურსმნები იმგვარად, რომ შეძლოთ ფიცარზე დადგომა. შემდეგ იგივე გაიმეორეთ გაზონის მთელ ფართობზე. საჭიროების შემთხვევაში შეგიძლიათ ფიწალი გამოიყენოთ. თუ გაზონის მორწყვა გსურთ, ეს აერაციის შემდეგ გააკეთეთ. სარწყავი წყალი პირდაპირ ფესვებისკენ წავა.

Printed from neznama adresa