რა მოვუხერხოთ მოთიბულ ბალახს7

რა მოვუხერხოთ მოთიბულ ბალახს7 თუ თქვენ მოგწონთ ლამაზი დაბალი გაზონი, მაშინ რაც შეიძლება ხშირად უნდა გათიბოთ იგი. მაგრამ ხშირი მოთიბვის შედეგად დაგროვდება მოთიბული ბალახის დიდი რაოდენობა, რომელიც (თუ თქვენ ის არ გჭირდებათ) მხოლოდ ხელს შეგიშლით. ამიტომ, ბევრი ჩემი ნაცნობი მებაღე მას ნაგავში აგდებს. მე კი მიკვირს, რატომ ხარჯავენ ასე არაეკონომიურად ყველაზე იაფფასიან სასუქს.

მოთიბული ბალახი ვარგისია ე.წ. მულჩირებისათვის. ეს არის ორგანული მასალის (მოთიბული ბალახის, კომპოსტის, ფიჭვის გირჩების) მოფენა ნიადაგზე დეკორატიული და სასარგებლო მცენარეების გვერდით. მულჩირება ხელს უშლის წყლის ზედმეტ აორთქლებას, დიდხანს ინარჩუნებს ნიადაგის ხელსაყრელ ტენიანობას და ხელსაყრელ მიკროკლიმატს ქმნის სასარგებლო მიკროორგანიზმებისათვის. ამასთან, ამის შედეგად ნიადაგში გამოიყოფა მასაზრდოებელი ნივთიერებები, რომლებიც მცენარეების მიერ ადვილად ათვისებადია. პამიდორისა და ბადრიჯანის სიახლოვეს მულჩირებით თქვენ ეფექტურად შეუშლით ხელს ნაყოფის დასკდომას. მოთიბული ბალახის ან მოუმწიფებელი კომპოსტის მოფენით თქვენ ასევე ხელს შეუშლით მოცხარისა და ხურტკმელის ნაყოფის დაცვენას გვალვის დროს, რომელიც ამ წელს განსაკუთრებულად დიდ ხანს გაგრძელდა. ფიჭვის გირჩებს არ გააჩნიათ მასაზრდოებელი მნიშვნელობა და მულჩირებისათვის გამოიყენება პარკებში, სკვერებში, სახლის წინ, ეზოში…

Printed from neznama adresa