ფოსტით მიღებული მცენარეები (ნერგები), ამოიღეთ შეფუთვიდან და მოათავსეთ 2–3 დღით ჩრდილიან ადგილზე ან შეგიძლიათ მაშინვე დათესოთ, და ორი დღის განმავლობაში მოაფაროთ საკანცელარიო ქაღალდი ან დაფა, რომ არ მოხვდნენ პირდაპირი მზის შუქის ზემოქმედების ქვეშ. წინააღმდეგ შემთხვევაში ძლიერმა მზის შუქმა ისინი შეიძლება დააზიანოს.
წინასწარ გამოყვანილი მცენარეების გადარგვა
ამოთხარეთ დასარგავი მცენარის შესაბამისი ორმო. ამოიღეთ მცენარე ქოთნიდან (იმ შემთხვევაში, თუ მცენარე თავისუფლად არის შეფუთული ცელოფანის პაკეტებში) და მოათავსეთ ორმოში ყველა მხარეს გაშლილი ფესვებით ძირს. ორმოში ჩაასხით ცოტა წყალი და მიწის მიერ წყლის შეწოვის შემდეგ, დააყარეთ მიწა. ასევე მოიქეცით შემდეგი მცენარეების დარგვის დროსაც. მომზადებული კვალის ან ყვავილნარის დარგვის შემდეგ, მორწყეთ ისინი. დარგვის პირველ დღეებში მორწყეთ საჭიროების მიხედვით, ცხელ მზიან ამინდში შეეცადოთ დაჩრდილოთ. 1–3 კვირის მანძილზე მცენარე საბოლოოდ გაიდგამს ფესვს, რის შემდეგაც მას ისევე მოუვლით, როგორც ბაღის სხვა დანარჩენ მცენარეებს.
ბოლქვების დათესვა
ამოთხარეთ ადგილი, სადაც გსურთ ბოლქვების დათესვა. ბოლქვები ქაღალდის პაკეტებიდან უშუალოდ დათესვის წინ ამოიღეთ. ამოთხარეთ საკმარისად ღრმა ორმო (იხ. ცხრილი) და ვეგეტაციური კენწეროთი მაღლა ჩადევით ორმოში. ზოგიერთი სახეობის ბოლქვი საპირისპირო მხრიდან ჩადებით შეიძლება დაიღუპოს. დააყარეთ მიწა და ნიადაგი მოტკეპნეთ. მშრალი ამინდის შემთხვევაში ნიადაგი კარგად მორწყეთ. თუ, მაგალითად, ტიტებს ზაფხულის შუაგულში რგავთ (დიდი ხნით ვერ შეინახავთ ბოლქვებს ან დიდი ხნით მიემგზავრებით ქალაქგარეთ), ასეთ შემთხვევაში მათი მორწყვა არ ღირს. ბოლქვები მოსვენების სტადიაში იქნებიან და შემოდგომის პირველივე წვიმების დროს დაიწყებს ზრდას.
უფრო პატარა ბოლქვები, ან უფრო მძიმე ნიადაგზე გამოზრდილი ბოლქვები ნაკლებ სიღრმეზე უნდა ჩაირგოს. სიღრმედ ითვლება მანძილი ბოლქვის წვეტიდან ნიადაგის ზედაპირამდე! ბოლქვებს მიწიდან იღებენ მაშინ, როცა მათი მიწის ზედა ნაწილი მოკვდება (ეს ეხება ყველა ბოლქვს, გარდა გლადიოლუსისა) – რაც შეიძლება მოხდეს ზაფხულის თბილი და მშრალი დასაწყისის დროს, ან ნაადრევად უკვე მაისში. მრავალი სახეობის ბოლქვები, მიწიდან ამოღების შემდეგ, შეიძლება შეინახოთ მშრალ ადგილზე შემოდგომამდე. (მაგ. ნიორი, ზაფრანა, ტიტები). სხვა სახეობებს, მაგალითად, ლილიას მშრალ ადგილზე შენახვა მხოლოდ დააზიანებს. მოცემული სახეობები, რომლებსაც არ უყვართ ბოლქვების გამოშრობა, უმჯობესია გადარგოთ ნიადაგიდან ნიადაგში ხანგრძლივი შენახვის გარეშე (სიმშრალეს ერთი კვირით ისინი როგორმე გადაიტანენ, მაგრამ მეტ ხანს მე არ დავტოვებდი).
სახეობა | დათესვის ვადა | დათესვის სიღრმე სმ–ში |
პატარა ნიორი ბოლქვებით 2 სმ–მდე – როგორიცაა მაგ: Allium carinatum, flavum, molly, oleraceum, scorodoprasum | 7.–10. | 5–8 |
მოზრდილი ნიორი ბოლქვეით 10 სმ–მდე – მაგ: Allium giganteum, karataviense, nigrum | 7.-10. | 10–15 |
Colchicum – | 8. | 15 |
Crocus – გაზაფხულზე მოყვავილე ჯიშები (Crocus chrysanthus, Crocus vernus) | 10. | 9 |
Crocus – შემოდგომაზე მოყვავილე ჯიშები (Crocus sativus) | (7.-)8. | 9 |
Gladiolus – გლადიოლუსი, ხმალა (ბაღის ჯიშები) | 4.-5. | 10 (5–ზე მცირე) |
Gladiolus – გლადიოლუსი, ხმალა (ეგზოტიკური ბოტანიკური სახეობები | 9. | 5–8 |
Lilium candidum – თეთრი ლილია | 8. | 3 |
Lilium – ლილია, სხვა სახეობები | 9.(-10.) | 5–15 ჯიშის შესაბამისად |
Muscari – თაგვის სუმბული | 7.-10. | 8–10 |
Narcissus – ნარცისი | 8. | 10 |
Ornithogalum umbellatum – | 7.-10. | 10 |
Polygonatum – სვინტრი | 8.-10., 2.-3. | 10 |
დაბალი ტიტები პატარა ბოლქვებით, მაგ: Tulipa chrysantha, tarda, saxatilis, turkestanica, urumiensis | 10. | 10 |
მაღალი ტიტები – გრეიგის ტიტა (Tulipa gregii), ფოსტერის ტიტა (Tulipa fosteriana), კაუფმანის ტიტა (Tulipa kaufmanniana) და ბაღის ჰიბრიდები | 10. | 12–14 |
ლილიის გამრავლება ბოლქვის ქიცვით
ლილიის ბოლქვის ქიცვით გამრავლების ნიმუში
ლილიების გამრავლების ყველაზე მარტივი მეთოდი – ბოლქვის ქიცვით გამრავლებაა
ბოლქვის ქიცვი უმჯობესია ჩარგოთ მოგრძო ფორმის პატარა ყუთში 1–2 სმ სიღრმეზე (=გრუნტის სისქე ქიცვის თავზე) და მოათავსეთ გარემოში, სადაც დღის ტემპერატურა 25–30 °C, ხოლო ღამის დაახლოებით 22 °C–ია (ღამე ტემპერატურა შეიძლება უფრო დაბლაც ჩამოვიდეს, გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია დღის ტემპერატურა) (მაგ: ორანჟერეა, სათბური, ბინის ფანჯარა). სუბსტრატი მომშრალო უნდა იყოს. ასეთ პირობებში ქიცვის ქვედა ნაწილში უფრო მალე გაჩნდება ახალი ბოლქვები. ერთ ქიცვზე 1–3 თვის მანძილზე წარმოიქმნება 2–3 ცალი 2 სმ–მდე ზომის ბოლქვი. თუ ქიცვი შეგროვებული და დათესილია ივლისის ბოლოს, მაშინ სექტემბრის პირველ ნახევარში თქვენ უკვე შეძლებთ მათ მოგროვებას და ყვავილნარში გადარგვას, 2 სმ–მდე სიღრმეში. თითოული ქიცვი ერთი ბოლქვით ერთმანეთისგან 4 სმ–ის დაშორებით ჩათესეთ. ყვავილნარში 4–6 წლის შემდეგ თქვენ მიიღებთ უმაღლესი ხარისხის ბოლქვებს, რომელთაც აყვავების უნარი ექნებათ.
ბოლქვიანთა თესლების დათესვა
ბოლქვიანების ზოგიერთი სახეობა შეიძლება თესლებითაც ძალზე სწრაფად გამრავლდეს. თესლები ჩათესეთ მარტ–აპრილში პირდაპირ ნიადაგში ან მომზადებულ ქოთნებში 0,5 – 1 სმ სიღრმეზე. პირველ წელს არ გადარგოთ და დატოვეთ იმავე ადგილზე. ზოგიერთი სახეობა შეიძლება უკვე მომავალ წელსაც აყვავდეს. სახეობების უმრავლესობა დარგვის შემდეგ მეორე–მეხუთე წელს ყვავის. როგორც წესი, მომცრო ჯიშები უფრო მალე ყვავიან, ვიდრე მოზრდილები.
Printed from neznama adresa