ოთხფოთლიანი მარსილია (Marsilea quadrifolia) მცენარე–გვიმრას წარმოადგენს, რომელსაც ოთხფოთლიანი ფორმის ფოთლები აქვს. ხომ არ ფიქრობთ, რომ სიტყვები მცენარე–გვიმრა და ოთხფოთლოვანი არ შეესაბამება ერთმანეთს? სწორედ რომ პირიქით, ყველა მოცემული სიტყვა შესანიშნავად ახასიათებს უჩვეულო, დეკორატიულ, მებაღეობისათვის პრაქტიკულად უცნობ მცენარეს.
მარსილიას გრძელი ფესურა ფეხსაცმლის თასმას წააგავს. ფესურადან ფოთლები იზრდება, რომლებიც ერთი შეხედვით სამყურას წააგავს. შემოდგომაზე ფესურის წყლიდან ამოღების შემდეგ შეიძლება შენიშნოთ ლობიოს მარცვლის ოდენა დანამატები, რომლებშიც სპორებია განთავსებული – სწორედ ამისდა მიხედვით შეიძლება დადგინდეს, რომ საქმე გვიმრას ეხება. მარსილია იზრდება ყველა კონტინენტის (გარდა სამხრეთ ამერიკისა) საკვები ნივთიერებებით მდიდარ ბუნებრივი და ხელოვნური წყლის რეზერვუარებში. მარსილია შეიტანეს ჩრდილოეთ ამერიკაში, სადაც ის აგრესორ მცენარედ ითვლება. პოლონეთში ბუნებრივ ადგილებში ის გადაშენდა, რის გამოც ცდილობენ მარსილიის ეკოსისტემაში დაბრუნებას გოჩალკოვიცკის ტბაზე. სლოვაკეთში ეს მცენარე ლატორიცის ტბის აუზში 7 ადგილას იზრდება. ოდესღაც ის ხარობდა მდინარეების: ბოდროგის, ლაბორეცისა და უგის მიდამოებში. ჩეხეთში მარსილია არ იზრდება.
ტროპიკებში მარსილიას რამოდენიმე მონათესავე გვარი ხარობს, მაგრამ ეს მცენარეები სითბოს მოყვარულნი არიან და ამიტომ ჩვენი პირობები მათთვის შეუსაბამოა. ზოგიერთ მათგანს აკვარიუმებში ახარებენ.
ოთხფოთლიანი მარსილია (Marsilea quadrifolia) არაპრეტენზიული სახეობაა, რომლისთვისაც საკმარისია ნებისმიერი ჭურჭელი წყლითა და ბაღის მიწის მცირე რაოდენობით. მისი გახარება უპრობლემოდ შეიძლება 20×20× 10 სმ ზომის აბაზანაში ან ღია ცის ქვეშ მთელი წლის განმავლობაში (არ იყინება). ამის გამო მისი გაზრდა ნებისმიერ ადამიანს შეუძლია ნებისმიერ ადგილას (პატარა აბაზანაში ან ყვავილების ქოთანში ნახვრეტის გარეშე, ან ფანჯრის რაფაზეც კი).
შეზღუდული სივრცითი პირობების მქონე მოყვარული მებაღეებისათვის იდეალური გადაწყვეტილებაა – მარსილიის გაზრდა სამშენებლო სადუღაბო აბაზანებში (რომელთა მოცულობა 60 და 80 ლიტრია და სულ 10 ევრო ღირს). აბაზანის ფსკერზე ჩაყარეთ დაახლოებით ერთი ნიჩაბი მიწა (საკმარისია ფსკერზე 5 სმ–მდე მიწა). აბაზანის წყლით ავსებით მარსილიისათვის იდეალური პირობები შეიქმნება. ეს აბაზანა შეგიძლიათ გადაიტანოთ ზამთრის ბაღში ან ბინაში, ფანჯარასთან (სასურველია, აივნის ფანჯარა), რათა მცენარე ბინაში ყველაზე მზიან და თბილ ადგილას იყოს მოთავსებული. ზაფხულში შესაძლებელია აბაზანის გატანა აივანზე, რომელიც სამხრეთ ნაწილშია განთავსებული, ან გარეთ ბაღში.
ძალიან ლამაზად გამოიყურება მარსილია ბაღის ტბორში, რომლის ფსკერზეც საკმარისია მოათავსოთ ჩვეულებრივი მცირე რაოდენობის თიხნარი და მასზე მიამაგროთ მარსილიას ფესურის პატარა ნაწილი. მასზე მეტი ზრუნვა საჭირო არ არის, ის თავად შეძლებს თავის მოვლას. წყლის დონეს მარსილია თავად ეწყობა და წყლის რაოდენობაზე არ არის დამოკიდებული. ამიტომ მისი გამოზრდა შესაძლებელია რეზერვუარში წყლის ნებისმიერი დონით (5–100 სმ). მარსილიას ფოთლის ყური ის
Printed from neznama adresa