ფიჭვი Pinus kesiya

ფიჭვი Pinus kesiya წარმოადგენს აზიური ფიჭვების სწრაფმზარდ სახეობას, რომელიც იშვიათად ხარობს სამშობლოს ფარგლებს გარეთ. იგი იზრდება დაახლოებით 30–35 მეტრის სიმაღლის, ხოლო ხის ტანის დიამეტრი აღწევს 1 მეტრს. იგი წარმოადგენს სამ-ნემსოვან ფიჭვს (თითოეული კონიდან იზრდება 15–20 სანტიმეტრის სიგრძის 3 ნემსი). გირჩების ზომა აღწევს 5–9 სანტიმეტრს, ხოლო თესლების სიგრძე – 1,5–2,5 სანტიმეტრს.

ფიჭვის გამრავლების არეალი ვრცელდება დასავლეთ ჰიმალაიდან სამხრეთ-აღმოსავლეთ ინდოეთამდე (ამჟამად მხოლოდ მაგხალაის და მანიპურის შტატების ხასის და ნაგას მასივებში), ჩინეთში (იუნიანის პროვინციაში), ბირმაში (მიანმა), ჩრდილოეთ ტაილანდში, ლაოსში, ვიეტნამიდან (ლაიტიაუ, ლანგშონი, კაობანგი, კუანგნინი) ფილიპინებამდე. ხანდახან ფიჭვს მოიხსენებენ როგორც Pinus Insularis. ჩინეთში ხარობს მსგავსი სახეობა – იუნიანური ფიჭვი (Pinus yunnanensis).

იგი იზრდება ფერდობებზე შერეულ ტყეებში, უნაყოფო, წითელ ან ყვითელ ეწერ ნიადაგში, ზღვის დონიდან 800–2000 მეტრის სიმაღლეზე, ყველაზე ხშირად კი 1200–1400 მეტრის სიმაღლეზე. სუბტროპიკულ, მუსონურ კლიმატზე – ცვლად მშრალ და ტენიან პერიოდში. ხშირი ნალექიანობისას, ჰაერის ტენიანობა აღემატება 70%-ს.

ფიჭვი მედგარია მცირე ყინვების მიმართ, თუმცა ვერ უძლებს გვიან მოყინვებს. ამიტომაც მისი გახარებისათვის საჭიროა დაცული ადგილი, მაგალითად სამხრეთის ფერდობები, რომლებიც ჩრდილოეთის მხრიდან დაცულია განაშენიანებით. ჩრდილოეთ რაიონებში ყინვების დროს უმჯობესია მისი მოთავსება შენობაში ან სათბურში 00 გრადუს ცელსიუს ტემპერატურაზე. სამხრეთ ევროპაში მისი გახარება ღია ცის ქვეშ შესაძლებელია მთელი წლის განმავლობაში.

ინგლისური დასახელება: khasi pine

სინონიმები: Pinus khasya, Pinus khasyanus

Printed from neznama adresa