კივანო გამოიყურება, როგორც 10–15 სმ სიგრძის მქონე სტაფილოსფერი გოგრა, აქვს “ეკლები“ და წააგავს შუა საუკუნეების იარაღს. რბილობი მწვანეა და უმეტესად აქვს გრძელი, 5–10 მმ სიგრძის მქონე თეთრი თესლები. თუ კივანო არ არის მწიფე, ეკლებთან მწვანე შეფერილობისაა.
კივანო ჩვენთან შემოაქვთ ცენტრალური ამერიკიდან და ისრაელიდან. საკვებად იხმარება რბილობი თესლებით, რომელსაც აქვს კიტრისა და გოგრის ან ბანანის გემო ერთად. რბილობის გამოცლის შემდეგ, კივანო შეიძლება გამოყენებულ იქნას, როგორც დეკორატიული თასი. თესლები შეიძლება გამოაშროთ და შეეცადოთ გაახაროთ ეს მცენარე ბინაში. ის ყოველთვის კარგად იზრდება იქ, სადაც ხარობს კიტრი. ეს არის ძლიერი, სწრაფად მზარდი ერთწლოვანი ლიანა, რომელიც თავისი ღივითა და ულვაშებით ძალიან წააგავს გოგრას, რომელთა დამოკლება აუცილებელია. ფოთლები კიტრისას ჰგავს, და პატარა ეკლები გააჩნია. დიდი, 3 მმ ზომის მქონე ყვავილების დამვტერვაც ისევე ხდება, როგორც კიტრის ყვავილებისა. ყურადღება უნდა მიექცეს ნაყოფებს, რომლებიც ნიადაგთან შეხებისას შეიძლება დალპეს. კივანოსთვის ოპტიმალური ტემპერატურა დაახლოებით 25 °C–ია, როგორც მინის, ასევე აფსკიან სათბურებში კიტრისა და ნესვისათვის. არ არის ყინვაგამძლე, ამიტომ გარეთ ნერგებს მხოლოდ გაზაფხულის სიცივეების გავლის შემდეგ ვრგავთ.
Printed from neznama adresa