ერთწლოვანი მცენარეები
მრავალწლოვანი მცენარეები
ბოსტნეული
კამა, ცერეცო, კვლიავი, ანისული
წიწაკა, პომიდორი და ბადრიჯანი – თესლების ჩათესვა
პარკოსნები – ლობიო, ბარდა, სოიო, მიწის თხილი (არაქისი, ჩინური თხილი)
ხეები და ბუჩქნარები
ერთწლოვანი მცენარეები
ერთლოვანი მცენარეების წინასწარი გახარებისათვის გამოიყენეთ უფრო მსუბუქი სუბსტრატები (მიწისა და ტორფის ნარევი შემდეგი შეფარდებით 1:0–3). ყინვისადმი მგრძნობიარე სახეობები გაახარეთ თბილ შენობაში (ბინა, ორანჟერეა, აფსკით დაფარული სათბური) და გადარგეთ 15 მაისის შემდეგ.
ქოთანი აავსეთ გრუნტით ისე, რომ ზევით დარჩეს 2 სმ თავისუფალი სივრცე. გახსენით თესლების პაკეტი და მიწას ქოთანში თანაბრად მოაყარეთ. პატარა ზომის თესლებს (ყაყაჩოს თესლის ზომის) მიწა უმჯობესია, არ მოაყაროთ. დიდი ზომის თესლებს მოაყარეთ მიწის თხელი ფენა (0,5–1 სმ).
დათესვის შემდეგ ქოთანს შუშის ნაჭერი დააფარეთ (ძირითადად ეს ეხება მიწამოუყრელ პატარა ზომის თესლებს). შუშა ყოველდღე მოაშორეთ 5–10 წუთის განმავლობაში. როცა პირველი ძირი თავს ამოყოფს, ახალგაზრდა მცენარეებს მოაყარეთ მიწის თხელი ფენა (1–2 მმ) და შუშა აღარ დააფაროთ. ნორჩი მცენარეებისათვის აუცილებელია სინათლის საკმარისი რაოდენობა.
თუ თქვენ ბევრი თესლი გამოიყენეთ, ნორჩი მცენარეები განვითარების სტადიაზე 2 გამოღებული ფოთლით შეგიძლიათ ცალკცალკე გადარგოთ ქოთანში.
პატარა თესლებს (სელი) მიწის მოყრა აღარ ჭირდება, დათესვის შემდეგ შეგიძლიათ ნიადაგი ფოცხით აურიოთ. მზესუმზირა და სიმინდი 2–3 თესლით ჩარგეთ 5–10 სმ სიღრმის ორმოში, ერთწლოვანი მცენარეების ბევრი სახეობის შემთხვევაში, თქვენ შეგიძლიათ აირჩიოთ, წინასწარ გაახარებთ მათ თუ პირდაპირ მიწაში დათესავთ. წინასწან გახარებული მცენარეები 1–2 თვით ადრე ყვავილობენ.
დათესვის ადგილი: ა – ორანჟერეა, სათბური, ბინის ფანჯარა, 20–25 oC ტემპერატურა ბ – პირდაპირ მიწაში ციფრები აღნიშნავს წელიწადის თვეებს, – (ტირე) ნიშნავს, რომ ნათესარი არ საჭიროებს გადარგვას (თესლები პირდაპირ ითესება მუდმივ ადგილას).
ლათინური სახელწოდება | სლოვაკური სახელწოდება | დათესვის ადგილი | დათესვის ვადა | დარგვა |
Ageratum mexicanum | Agerát mexický | A | 1.-3. | 5. |
Agrostemma githago | Kúkoľ poľný | B | 9.-10. / 4. | – |
Amaranthus | Láskavec | B | 4. | – |
Antirrhinum majus | Papuľka väčšia | B | 4. | – |
Bidens ferulifolia | Dvojzub metlinatý | A | 2.-3. | 5. |
Callistephus chinensis | Astrovka čínska | A / B | 3. / 4. | 4.-5. |
Capsicum sp. | Paprika | A | 3. | 5. |
Carthamus tinctorius | Požlť farbiarska | B | 4. | – |
Centaurea imperialis | Nevädza cisárska | B | 4. | – |
Crupina vulgaris | Krupina obyčajná | B | 3.-4. | – |
Convonvulus triocolor | Pupenec trojfarebný | B | 4. | – |
Cucurbis sp. | Tekvica | A / B | 4. | 5. / netreba |
Cuphea lanceolata | Kufea širokolistá | A | 3.-4. | 5. |
Dipsacus laciniatus | Štetka laločnatá | B | 9.-11. / 2.-3. | – |
Dorotheanthus bellidiformis | Poludňovka sedmokrásková | A | 3.-4. | 5. |
Eragrostis abyssinica | Milota habešská | A | 3.-4. | 5. |
Eschscholtzia californica | Slncovka kalifornská | A / B | 3. / 4. | – |
Felicia heterophylla | A / B | 3. / 4. | 5. | |
Gazania rigens | Gazánia ohnivá | A | 3.-4. | 5. |
Chrysanthemum coronarium | Chrysamtémovka vencovitá | B | 4. | – |
Ipomea purpurea | Povojník purpurový | B | 4. | – |
Lavatera trimestris | Slezovec trojmesačný | B | 4. | – |
Linum | Ľan | B | 4. | – |
Lopezia racemosa | Lopézia strapcovitá | A | 3. | 5. |
Mirabilis jalapa | Nocovka jalapská | A / B | 3. / 4. | 5. |
Nicandra physalodes | Nikandra machovkovitá | A | 4. | 5. |
Nicotiana rustica | Tabak dedinský | A | 3.-4. | 5. |
Nicotiana tabacum | Tabak fajčiarsky | A | (2.-)3.-4. | 5. |
Nigella damascena | Černuška damascénska | B | 4. | – |
Nigella orientalis | Černuška východná | B | 4. | – |
Papaver rhoeas | Mak vlčí | A | 9.-11. / 3.-4. | – |
Papaver somniferum | Mak siaty | B | 4. | – |
Phalaris canariensis | Lesklica kanárska | B | 4. | – |
Portulaca grandiflora | Portulaka veľkokvetá | A | 3.-4. | 5. |
Riccinus communis | Ricín obyčajný | A / B | 3.-4. / 4. | 5. |
Salvia splendens | Šalvia ohnivá | A | 2.-4. | 5. |
Solanum pseudocapsicum | Ľulok paprikový | A | 3. | 5. |
Tagestes | Aksamietnica | A / B | 4. | 5. |
Tithonia rotundifolia | Titónia okrúhlolistá | A / B | 3.-4. / 4. | 5. |
Ursinia anethoides | Urzínia kôprolistá | A / B | 4. | 5. |
Zea mays | Kukurica siata | B | 4. | 5. |
Zinnia elegans | Cínia pôvabná | A / B | 4. | 5. |
jednoročné okrasné trávy: Aegilops, Bromus, Hordeum, Lagurus ovatus | jednoročné okrasné trávy: mnohoštet, stoklas, jačmeň, zajačí chostík | A / B | 4. | 5. / netreba |
მრავალწლოვანი მცენარეები
მრავალწლოვანი მცენარეების დათესვის მეთოდი იგივეა, როგორც ერთწლოვანებისა. მრავალწლოვანი მცენარეების ყველა სახეობა შეგიძლიათ გაახაროთ პირდაპირ ღია ცის ქვეშ (დასაწყისში ხეების ნახევრად ჩრდილში, მოგვიანებით კი მზეზე)
ლათინური | სლოვაკური | დათესვის ვადა | ვეგეტატიური გამრავლება |
Achilea | Rebríček | 4. | delením |
Ajuga | Zbehovec | – | delením |
Alisma | Žabník | 4.-5. | delením |
Alyssum | Tarica | 4. | delením |
Anemone | Veternica | 3.-4. | delením |
Anthemis tinctoria | Ruman farbiarsky | 4. | |
Aquilegia | Orlíček | 3.-5. | delením |
Aristolochia | Vlkovec | 4.-5.* | delením |
Aruncus vulgaris | Udatník lesný | – | delením |
Asarum europaeum | Kopytník európsky | – | delením |
Atropa bella-dona | Ľuľkovec zlomocný | 4.-5. | |
Batrachium | Močiarka | – | delením |
Calendula officinalis | Nechtík lekársky | 3.-5. | |
Callitriche | Hviezdoš | – | delením |
Campanula sp. | Zvonček | 3.-4. | delením |
Carex | Ostrica | 3.-4.* | delením |
Carlina | Krasovlas | 3.-4. | |
Convalaria | Konvalinka | – | delením |
Corydalis | Chochlačka | – | delením |
Dianthus | Klinček | 6.-8. | delením |
Digitalis | Náprstník | 6.-8. | delením |
Echinacea purpurea | Echinacea purpurová | 3.-5. | delením |
Echium | Hadinec | 9.-10., 3.-4. | |
Eleocharis | Bahnička | – | delením |
Euphorbia | Prýštec | – | delením |
Filago arvensis | Bielolist obyčajný | 3.-4. | |
Gaillardia ariasta | Kokarda ohnivá | 4. | delením |
Geranium | Pakost | 4.-5. | delením |
Hacquetia | Hviezdnatec | – | delením |
Helianthus decapetalus | Slnečnica | – | delením |
Hemerocallis | Ľaliovka | 4.* | delením |
Hepatica | Pečeňovník | – | delením |
Hieracium | Jastrabník | 3.-4.* | delením |
Hosta x undulata | Funkia | – | delením |
Hypericum | Ľubovník | 4.* | delením |
Chamomilla recutita | Rumanček pravý | 9.-11., 3.-4. | |
Inula | Oman | – | delením |
Iris pseudoacorus | Kosatec žltý | 3.-4.* | delením |
Iris – ostatné druhy | Kosatec – ostatné druhy | 3.-4.** | delením |
Isopyrum | Veterník | 3.-4. | delením |
Jovibarba | Skalnica | – | delením ružíc |
Juncus | Sitina | 3.-4.* | delením |
Lamiaceae – Acinos, Calamintha, Lamium, Teucryum, Thymus | hluchavkovité – dušovka, marulka, hluchavka, hrdobarka, materina dúška | 3.-4.* | delením |
Lemna, Wolfia | Žaburinka, Wolfia | – | delením |
Leucanthemum | Margarétka | 3.-5. | delením |
Linum – vytrvalé druhy | Ľan – vytrvalé druhy | 3.-5. | delením |
Lupinus polyphyllus | Lupína mnoholistá | 3.-5. | delením |
Luzula | Chlpaňa | 3.-4.* | delením |
Lychnis | Kukučka | 3.-5. | delením |
Lysimachia | Čerkáč | – | delením |
mäsožravé rastliny | mäsožravé rastliny | 4.-7. *** | delením; in-vitro *** |
paprade | paprade | celoročne *** | delením; in-vitro *** |
Phlox | Flox | – | delením |
Plantago | Skorocel | 4.* | delením |
Primula | Prvosienka | 3.-4. | delením |
Pyrethrum parthenium | Rimbaba obyčajná | 4.-5.(-6.) | delením |
Ranunculus | Iskerník | 3. | delením |
Rudbeckia hirta | Rudbekia srsnatá | 3.-4. | delením |
Salvia – vytrvalé druhy | Šalvia – vytrvalé druhy | 3.-4. | delením |
Saxifraga | Lomikameň | 3.-4.* | delením |
Scutelaria | Šišak | 3.-4. | delením |
Sedum | Rozchodník | – | delením, koreňové, stonkové a listové odrezky |
Sempervivum | Rozchodnica | – | delením ružíc |
Silene | Silenka | 3.-5. | delením |
Sisyrinchium | Mečovka | 4. | delením |
Tragopogon | Kozia brada | 3.-4. | |
Trifolium | Ďatelina | 4. | |
Trollius altissimus | Žltohlav najvyšší | 3.-4. | delením |
Typha | Pálka | – | delením |
Vicia | Vika | 4.-5. | |
Viola | Fialka | 4.-5. | delením |
vytrvalé trávy | vytrvalé trávy | 3.-5. | delením |
Allium schoenoprasum
თესლები აპრილ–მაისში ან აგვისტოში ითესება. მიწის ღრმად ამოთხრა საჭირო არ არის (დაახლოებით, 0,5 სმ). ეცადეთ ბოსტნის კვალი იყოს ტენიანი და სარეველების გარეშე. (ძირითადად, ეს მნიშვნელოვანია მცენარის აღმოცენების დროს). მოგვიანებით ეს სახეობა პრეტენზიული არ არის. ის წარმოქმნის ხშირ კონებს, რომლებიც 2–3 წელში ერთხელ უნდა გადაირგოს.
ზამთრის დადგომამდე შეგიძლიათ Allium schoenoprasum L–ის ფესვები ამოთხაროთ (ნიადაგის დაახლოებით 10 სმ–იანი ფენა), დატოვოთ გასაშრობად, რამოდენიმე ფენად დააწყოთ სახლის ახლოს და დაფაროთ ჩამოცვენილი ფოთლებით. ზამთარში (ყინვიან ამინდებში: დეკემბერიდან თებერვლამდე) ყოველ კვირას ამოიღეთ Allium schoenoprasum L–ის ფესვები და 2–3 დღით დატოვეთ 10 გრადუს ტემპერატურაზე. შემდეგ ჩარგეთ ისინი ქოთანში და მოათავსეთ ფანჯრის რაფაზე (შიდა მხარეს) ბინაში. დაახლოებით ერთი კვირის შემდეგ მცენარე გაშლას დაიწყებს და ერთი თვის განმავლობაში თქვენ შეძლებთ მდიდარი მოსავლის აღებას.
კამა, ცერეცო, კვლიავი, ანისული
თესლები ჩათესეთ აპრილში ცალკცალკე ან როგორც შუალედური კულტურა, მაგალითად, სტაფილოსთან. შემდგომი მოვლა მხოლოდ სარეველების მოცილებასა და არარეგულარულ მორწყვაში მდგომარეობს. კიტრის სეზონის დროს, კამა შეგიძლიათ კიტრის კონსერვირებისას გამოიყენოთ. ვეგეტაციის დროს, კვლიავის ფოთლები სუპებში, სალათებში და ხორცის გარნირად გამოიყენება. ცერეცოს, კვლიავისა და ანისულის თესლებით შეიძლება დაყენდეს ჩაი „დაგროვილი გაზებისა“ და საკვების მონელების სხვა პრობლემების მოსაგვარებლად. შემოდგომაზე შესაძლებელია ცერეცოსა და კვლიავის (ისევე, როგორც ოხრახუშის) ფესვების შეგროვება და მათი გამოყენება ბოსტნეულის სუპებში.
წიწაკა, პომიდორი და ბადრიჯანი – თესლების ჩათესვა
თიხიანი მიწით ავსებულ ერთ ქოთანში (6–8 სმ დიამეტრის, დაახლოებით 8 სმ ან მეტი სიმაღლის), მარტის მეორე ნახევარში მოათავსეთ 2–3 მარცვალი. ქოთანი დადევით ნათელ, მაგრამ არც ისე თბილ ადგილას (ოთახის ტემპერატურა საკმარისია). ძალიან მაღალი ტემპერატურა არ არის სასურველი, რადგან მცენარემ გადარგვისას შეიძლება ტემპერატურული შოკი განიცადოს. მცენარეები ბინაში 15 მაისამდე გააჩერეთ, შემდეგ კი პირდაპირ ბოსტნის კვალზე გადარგეთ.
პარკოსნები – ლობიო, ბარდა, სოიო, მიწის თხილი (არაქისი, ჩინური თხილი)
ლობიო, ბარდა, სოიო პირდაპირ დანიშნულების ადგილას უნდა დაითესოს წინასწარი გამოზრდის გარეშე. არაქისი პომიდვრის მსგავსად წინასწარ გამოზარდეთ (იხ. მაღლა). დაავადებებისა და მავნებლების გავრცელების გამო ისინი ერთსა და იმავე ადგილას არ უნდა გაახაროთ 3–6 წელზე მეტხანს.
სახეობა | დათესვა | თესლების შეგროვების ვადა | ||
ვადა | სიღრმე სმ–ში | მეთოდი | ||
ლობიოს ბუჩქი (თესლებისათვის) | 5.-6. | 5 | ბუდეებში ინტერვალით 40×40 სმ | 7.-10. |
ლობიოს ბუჩქი (პარკებისთვის) | 5.-7. | 5 | ბუდეებში ინტერვალით 40×40 სმ | პარკები 6.-10. |
ხვიარა ლობიო | 5. | 6–8 | ბუდეებში ინტერვალი 80×80 სმ | 8.-10. |
სოიო | 1.-5.5. | 4–5 | რიგებში 40 სმ–ის დაცილებით, რიგში მცენარეებს შორის მანძილი 5 სმ | 9.-10. |
მიწის თხილი (არაქისი) | წინასწარ გამოზარდეთ 3.-4., აღმოცენებული გადარგეთ 5.; კარგი მოსავლისათვის აუცილებელია სათბური ან ორანჟერეა; ბინაში ხშირად ხშირად ემართება ნაცრის დაავადება | 2 | ბუდეებში ინტერვალი 40×40 სმ, ნიადაგი უნდა იყოს კარგად აერირებული, რადგან ყვავილობის შემდეგ პარკები მიწაში იფლობა | 8.-9.(-12.) |
ოსპი | 4.-5. | 4 | რიგებში 25 სმ–ის მანძილზე დაცილებით, მცენარეთა შორის მანძილი რიგში 5 სმ | 8.-9. |
ხეები და ბუჩქნარები
თესლების დათესვა ისევე ხდება, როგორც ერთწლოვანებში, მაგრამ არის ერთი განსხვავება. ყინვაგამძლე სახეობების თესლები უნდა გაიყინოს. ამიტომ მათი დათესვა უნდა მოხდეს მარტ–აპრილში. ნათესი სადმე ბაღში ან ფანჯრის გარეთა რაფაზე დადგით, რათა ნათესზე იმოქმედოს ყინვამ და დაბალმა ტემპერატურამ.
არაყინვაგამძლე ჯიშები (ბინაში – აკაციები, ევკალიპტები, დაფნა, Protea,…) დათესეთ როგორც ერთწლოვანები და ნათესები 20–25 oC–ზე მოათავსეთ.
დათესვის სიღრმე თესლების ზომაზეა დამოკიდებული. ევკალიპტის წვრილ თესლებს მიწას არ აყრიან, არამედ უბრალო მიწაში ჩატკეპნიან. დანარჩენ წვრილ თესლებს აფარებენ ნიადაგის თხელ ფენას. უფრო მსხვილ თესლებს (მუხა, ზეთისხილი) 3–5 სმ სიღრმეზე თესავენ. დიდი ზომის თესლებს კი (წაბლი, თხილი) თესავენ 5–10 სმ სიღრმეზე.
Printed from neznama adresa