თამბაქო Nicotiana glauca
ადამიანის ლტოლვა ყოველივე ახლის, უჩვეულოსა და არატრადიციულისკენ უსასრულოა. ნებისმიერ მოყვარულ მებაღეს სურს თავის ბაღში გაახაროს რაიმე ახალი, უჩვეულო, რაც ჯერ არავის არა აქვს… ამიტომ ყვავილების ბაზარი ყოველწლიურად სავსეა სიახლეებით, რათა მოყვარული მებაღეების „სიახლის წყურვილი“ დაკმაყოფილდეს. მაგრამ კომერციულ საფუძველზე დამყარებული სიახლეები ხშირად იქცევა ხოლმე მხოლოდ „რიგით ასორტიმენტად“.
თამბაქო Nicotiana glauca
ყველაზე მეტი სიახლე უკანსკნელი ათწლეულების მანძილზე ძაღლყურძენისებრთა ოჯახს (Solanaceae) მიეკუთვნება. აქედან ყველაზე ცნობილია პეტუნია, million bells და სხვ. მასი წარმატების საიდუმლო სწრაფ ზრდაში, ადრეულ ყვავილობაში (თესლებიდან აღმოცენების შემთხვევაში 3 თვეში, კალმებით გამრავლების შემთხვევაში კი თითქმის მაშინვე ყვავიან), მათი უპირატესობა იმაშიც მდგომარეობს, რომ ნაკლებად პრეტენზიულნი არიან ზრდის პირობებისადმი. რა თქმა უნდა, მზიანი ადგილები მათთვის საუკეთესოა, მაგრამ თავს კარგად გრძნობენ ნაკლებად განათებულ და გრილ ადგილებშიც.
თუმცა ჩვენთან ძაღლყურძენისებრნი ყოველთვის როდის იყვნენ პოპულარულნი. მაგალითად შეიძლება გავიხსენოთ კარტოფილი და პომიდორი, რომლებიც თავიდან მხოლოდ დეკორატიული მიზნებისთვის მოჰყავდათ. მათი საკვებად გამოყენების შესახებ ინფორმაციის მიღებას მოსახლეობა ეჭვით შეხვდა. თუმცა ეს მცენარეები ისე გავრცელდა, რომ ბევრგან შეცვალეს კლასიკური საკვები და კვების ძირითადი პროდუქტი გახდა.
მოცემულ ნომერში გავეცნობით თამბაქოს Nicotiana glauca) როგორც არატრადიციულ აივნის ხეს სამხრეთ ამერიკიდან. ჩვენს პირობებში ეს არის სწრაფად მზარდი ბუჩქნარი და ხეც კი. თესლიდან აღმოცენების შემდეგ ყვავის უკვე 2 თვის შემდეგ. მომწიფებული მცენარის ტოტები 50–70 სმ–მდე იზრდებიან. როგორც სახელწოდებიდან ჩანს, მთელი მცენარე მოვერცხლისფრო ნადებით არის დაფარული. ამიტომ ყურადღება უნდა მიექცეს იმას, რომ მცენარეს არ შეეხოთ საჭიროების გარეშე, რადგან შეხებისას ნადები მალე სცილდება და მცენარე არამომხიბლავი ღია–მწვანე ფერის ხდება. მოვერცლისფრო, კვერცხის ფორმის ფოთლები ბოლოში წვეტიანდება. მათი სიგრძე 3–3,5 სმ–ია, სიგანე კი დაახლოებით 0,5 სმ. ყვავილობის დასაწყისში ისინი ღია–ყვითელი შეფერილობისაა ღია–მწვანე არშიით, აყვავების შემდეგ კი – მუქი ყვითელი. მოცემული სახეობის უპირატესობაა ის, რომ დამჭკნარი ყვავილებიც კი ინარჩუნებსთავის დეკორატიულობას. პეტუნიისგან განსხვავებით, დაჭკნობის შემდეგაც კი ყვავილები ინარჩუნებენ თავის ფორმას და დიდ ხანს ძლებენ მცენარეზე.
მოცემული სახეობის გაზრდა ძალიან მარტივია. ბინაში მისი გახარება მთელი წლის მანძილზე შეგიძლიათ, ზაფხულში კი შეგიძლიათ აივანზე ან ბაღში გაიტანოთ. მისი გამრავლება შესაძლებელია სწრაფად აღმოცენებადი თესლებით. აყვავების უნარიანი მცენარე უკვე 2 თვის შემდეგ გექნებათ (თუ გსურთ მისი აივანზე გატანა დაახლოებით 15 მაისს, მაშინ ის მარტის შუაგულში უნდა დაითესოს). მცენარის გამოზამთრება შესაძლებელია ბინაში ან უფრო გრილ პირობებში, ნახევარზე გადაჭერით მისი ტოტები და უხვად მორწყეთ. გამოზამთრების ბოლოს დაახლოებით ერთი თვის შემდეგ დაიწყება ყვავილობა. მოცემული სახეობიდან იოლია ბინის მცენარის ფორმირება. ის არ მრავლდება კალმებით, რადგან ძალიან ცუდად ფესვიანდება (თუმცა ეს არ არის ხელისშემშლელი პირობა, რადგან ძალიან ადვილად აღმოცენდება თესლიდან). საზრდოსადმი მცენარე მომთხოვნი არ არის. ყვავილების უხვი მოსავლისათვის შეგიძლიათ დაუმატოთ ჩვეულებრივი სასუქი აივნის ყვავილებისათვის ფოსფორის მაღალი შემცველობით.
Printed from neznama adresa