Pongamia pinnata
Pongamia pinnata (Indian Beech Tree, Honge Tree, Pongam Tree, Panigrahi) ფოთოლმცვენი მცენარეა პარკოსნების ოჯახიდან (Fabaceae), რომლის სამშობლოც ინდოეთია. ხშირად იზრდება სამხრეთ–აღმოსავლეთ აზიაში.
იზრდება 15–25 მეტრამდე სიმაღლის და დიდი ვარჯი გააჩნია. ყვავილობს თეთრი, ვარდისფერი ან მეწამული ფერის სურნელოვანი წვრილი ყვავილედებით.
სახეობა გამძლეა მაღალი ტემპერატურისა და ძლიერი მზის შუქის მიმართ, ძლიერი ფესვური სისტემის გამო იგი ადვილად უძლებს გვალვასაც. ბუნებაში ის იზრდება ქვიშიან და ქვიან ნიადაგზე, მათ შორის კირქვიანზეც, მაგრამ მისი გამოზრდა შესაძლებელია ნიადაგის სხვადასხვა ტიპზე, მარილიანზეც კი. ხშირად აღნიშნულ ხეს რგავენ მშრალ რეგიონებში ქარდამცავი ზოლების სახით ან ქალაქებში ჩრდილისათვის. ქერქი გამოიყენება კანაფის, ბაწრის ან შავი რეზინის წარმოებისათვის, რომელსაც თავის მხრივ ხმარობენ შხამიანი თევზების მიერ მიყენებული ჭრილობების სამკურნალოდ. ჰაერის აზოტის შენარჩუნების უნარის გამო, ამ მცენარეს რგავენ ნაკლებად მაწიერ ნიადაგზეც, მისი საკვები ნივთიერებებით გასამდიდრებლად. მიუხედავად იმისა, რომ მცენარე შხამიანია, ის მედიცინაშიც გამოიყენება. მცენარის წვენსა და ზეთს ანტისეპტიკური თვისებები გააჩნია. თესლებიდან გამოღებული ზეთი ტრადიციულად გამოიყენება ლამპებში, საპნისა და დასაზეთი საშუალებების წარმოებისათვის. დღესდღეობით იზრდება მისი მნიშვნელობა იმასთან დაკავშირებით, რომ მისი გამოყენება შესაძლებელია ბიობენზინის საწარმოებლად.
Printed from neznama adresa